ნიკა მელია არჩევნების ბოიკოტს გამორიცხავს
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ისევ აპირებს და ბოიკოტს გამორიცხავს.

“უკვე დამარცხებული ქართული ოცნების გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს. სიტყვა არავინ უნდა დაძრას ბოიკოტთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია არჩევნებთან. ეს არის ქართული ოცნების ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა ფარ-ხმალი დაყაროს და ხელი შეუწყოს ოცნებას საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების დანაშაულებრივ საქმეში. მნიშვნელობა არ აქვს, ქართული ოცნება აღიარებს თუ არა დაწესებულ 43%-იან პრინციპს. ჩვენ გავალთ ამ რეფერენდუმზე და დავამარცხებთ ქართულ ოცნებას და ოცნება იქნება იძულებული, რომ ჩაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები”, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google