კახეთში კორონავირუსის 175 შემთხვევა დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 712 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1243 თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 419, იმერეთში - 273, ქვემო ქართლში - 149, შიდა ქართლში - 102, გურიაში - 71, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 142, კახეთში - 175, მცხეთა-მთიანეთში -75, სამცხე-ჯავახეთში - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.59% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.09 %.

| Print |
FaceBook Twitter Google