გურამ თუშიშვილი ფინალშია
გურამ თუშიშვილმა ოლიმპიადის ფინალში ჭიდაობის უფლება დღეს მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანმა დილის პროგრამაში ტაჯიკი თემურ რახიმოვი და ბრაზილიელი რაფაელ სილვა ჩამოიშორა. ნახევარფინალში კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრი ტამერლან ბაშაევი დაამარცხა.

ფინალში გურამ თუშიშვილი ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება, რომელსაც აქამდე ორჯერ შეხვდა - 2017 და 2020 წლებში და ორივეჯერ აჯობა.

| Print |
FaceBook Twitter Google