საქართველოში ორი დოზით აცრილთა შორის კორონავირუსით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა - ჯანმო
ჯანმოს კვლევის მიხედვით: საქართველოს ქვეყნის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირებულთა წილი მხოლოდ 0.19%-ია;

ვაქცინირებულებში დაავადება უმეტესწილად მიმდინარეობდა უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ვაქცინირებულთა მხოლოდ 4%-ს; 2 დოზით აცრილთა შორის ლეტალური გამოსავალი არ დაფიქსირებულა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს

| Print |
FaceBook Twitter Google