Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის
განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3196 ადამიანს
დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1147 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 419 534 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 382 393, გარდაიცვალა 5820
პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები