ვინ არიან მერობის კანდიდატები კახეთში „ქართული ოცნებიდან“
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალური ოფისიდან გამოაცხადა საქართველოს ყველა (63) მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები.
მათი უმრავლესობა მოქმედი საჯარო მოსამსახურეა. ზოგი მშობლიურ მუნიციპალიტეტში მეორედ ან სულაც მესამე ვადით იყრის კენჭს. კანდიდატებს შორის მრავლად არიან სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები.

კახეთში მერობის კანდიდატების სია ასე გამოიყურება:
გურჯაანი – ზურაბ უტიაშვილი
თელავი – ლევან ანდრიაშვილი
ახმეტა – ალექსი ფიცხელაური
ყვარელი – გივი ზაუტაშვილი
ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი
საგარეჯო – ავთანდილ გულიკაშვილი
სიღნაღი – მალხაზ ბეგიაშვილი
დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები ორ ოქტომბერს ჩატარდება.
| Print |
FaceBook Twitter Google