გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარი უბედური
შემთხვევის შედეგად შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში ხელოსანს
სპეციალურ მოწყობილობაზე აწეული მანქანა დაეცა. მიყენებული
დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში
გადაიყვანა, ჩაუტარდა ოპერაცია თუმცა მისი ადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები