ავსტრალიელი ქალის მკვლელობის საქმე გადაკვალიფიცირდა
ავსტრალიელი შანაი ბრუკის მკვლელობასთან დაკავშირებით თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები დღესაც გაგრძელდება.

გამოძიებამ 31 წლის ავსტრალიელი პედაგოგის მეგობრები და კოლეგების ნაწილი გამოკითხა. შეგახსენებთ,  რომ 31 წლის შანაი ბრუკის ცხედარი, მთაწმინდის პარკის მიმდებარედ ნახეს. შანაი ბრუკის საქმეზე გამოძიება ახლა უკვე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

შანეი ბრუკი საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა, ის ინგლისურის მასწავლებელი იყო.

| Print |
FaceBook Twitter Google