წელს გურჯაანიდან ექსპორტზე 25 ათასი ტონა ატამი გავიდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის კრეფის სეზონი დასასრულს უახლოვდება. დღევანდელი მონაცემებით, სომხეთში, რუსეთში, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში უკვე ექსპორტირებულია 20 ათას ტონაზე მეტი ხილი.

სოფლის განვითარების სააგენტოს გურჯაანის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეცილისტის ივანე ბასილაშვილის განმარტებით ატამსა და ვაშლატამაზე მოთხოვნა შარშანდელთან შედარებით გაზრდილია.

„წელს არის სარეკორდო წელიწადი გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის ატმის მოსავლის აღების თვალსაზრისით. საზღვარგარეთ უკვე 25 ათასი ტონა ატამია გასული. ამ რაოდენობასთან ერთად ფასიც საგრძნობლად არის გაზრდილი. ასეთი ფასები არცერთ წელიწადს არ ყოფილა. ბოლორვა წლის დინამიკას თუ მივყვებით მუნიციპალიტეტში, ატმის წარმოება მეტად მზარდია. ამას ყველაფერს ხელი შეუწყო მაცივრების არსებობამ. ამჟამად მუნიციპალიტეტში 41 მაცივარი ფუნქციონირებს. “

მისივე თქმით, რაც შეეხება ფასებს, დღეს ერთი კილოგრამი ვაშლატამა 3,50-დან 4 ლარამდე, ხოლო ატამი 2-დან 2, 50-მდე ღირს.

| Print |
FaceBook Twitter Google