5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი გადაიდო
5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი სექტემბრისთვის გადაიდო. საკითხის გადადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ მოითხოვა.

სამნიძემ აღნიშნა, რომ კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება და „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტშია, რომლის დეპუტატებიც არ აპირებენ ამ საკითხის გამო სხდომაზე მისვლას. მისი თქმით, უმჯობესი იქნება, დღეს სხდომაზე არ გაიტანონ ეს საკითხი.

„გადავდოთ უახლოესი სხდომისთვის. იმედია, ჩვენი კოლეგები შემოგვიერთდებიან“, – განაცხადა სამნიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ საკითხის გადადება სექტემბრისთვის მოხდება.

| Print |
FaceBook Twitter Google