ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება. პარლამენტმა ის მეოთხე მცდელობაზე დღეს აირჩია.

კალანდარიშვილის კონკურენტმა გიორგი სანტურიანმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას 83 მომხრე და 3 წინააღმდეგი ჰყავდა. შეგახსენებთ, რომ თამარ ჟვანიამ თანამდებობა 30 ივნისს დატოვა.

| Print |
FaceBook Twitter Google