კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას - დროულად ჩავიტაროთ აცრები- ირაკლი ღარიბაშვილი
კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენი მთავარი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ვაქცინაცია, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში კოვიდვაქცინების 2 მილიონზე მეტი დოზაა.
„აქედან გამომდინარე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას - დროულად ჩავიტაროთ აცრები. ჩვენ უკვე მაქსიმალურად გავაფართოეთ ვაქცინაციის არეალი, ვამატებთ ვაქცინაციის პუნქტებს. გვინდა ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიდეთ, რომ მოსახლეობას ადგილზე მივუტანოთ ვაქცინა. რა თქმა უნდა, სწორი კომუნიკაცია არის საჭირო. უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ეს ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რაც წინა კვირას ვთქვი, რომ ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა ვიღაც დეზინფორმატორებს, რომლებიც ათას სიყალბეს ავრცელებენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google