ეპიდემიოლოგები ეპიდსიტუაციის გაუარესებას პროგნოზირებენ
ეპიდემიოლოგები შემოდგომაზე ეპიდსიტუაციის დამძიმებას ვარაუდობენ. მათი შეფასებით მდგომარეობა საყურადღებოა.

“შემოდგომაზე, როდესაც გაცილებით გაიზრდება მობილობა, ეს იქნება უნივერსიტეტები, სკოლები, ბაღები, ამ შემთხვევაში დატვირთვა გაცილებით მეტი იქნება და თუ არ მოვახერხეთ ის, რომ შევამცირეთ დღიური მაჩვენებელი, ჩვენთვის გაცილებით რთული იქნება. სტაციონარებსაც აქვს მისი მაქსიმალური რესურსი, რომლის ამოწურვის შემდეგ უკვე დავდგებით ძალიან მწვავე რეალობის წინაშე,“ – ამბობს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტი ეკა ჭოლაძე.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას ვაქცინაციისა და არსებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google