სამაგისტრო გამოცდებზე კორონავირუსის გამო, 400-მდე აპლიკანტი ვერ გამოცხადდა
30 ივლისს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, მაგისტრობის მსურველთა გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა. კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების გამო, სამაგისტრო გამოცდებზე ჯამში 400 მდე აპლიკანტი ვერ გამოცხადდა.

მათგან 130 29 ივლისს სამაგისტრო სესიას გამოეთიშა, 130 კი – 30 ივლისის სესიას. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დამატებითი საგამოცდო სესიები ინიშნება იმ გამოსაცდელებისთვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ცენტრის ვებგვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია. აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. შედეგების გამოქვეყნება უკვე მიმდინარეობს და სვარაუდოდ აგვისტოს პირველ ნახევარში დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google