ეპიდემიოლოგები კოვიდრეგულაციების ამოქმედებას ითხოვენ
ეპიდემიოლოგები საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების გამკაცრების რეკომენდაციით მიმართავენ.
“აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არის გავრცელებული ახალი ინდური შტამი, რომელიც, რეალურად, ძალიან მალე ჩაანაცვლებს ყველა არსებულ შტამს. ერთადერთი გამოსავალი, რომ შევძლოთ ეს დრო სწორად გამოვიყენოთ და შემოდგომის სეზონზე არ მივიღოთ კიდევ უფრო რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არის ის, რომ სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს რეგულაციები. აუცილებელია მობილობის შემცირება და თავშეყრის ადგილებზე თავის არიდება,“ – აცხადებს ”ჯო ენის” სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი, მაია კაშია.

| Print |
FaceBook Twitter Google