კორონავისურით კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა
StopCov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4233 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1934 პაციენტი, გარდაიცვალა 38.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 432903 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 390827, გარდაიცვალა 5948 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

| Print |
FaceBook Twitter Google