14 წლის ლაგოდეხელი მოზარდი სახლში დაბრუნდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანიდან 2 აგვისტოს გაუჩინარებული მოზარდი 14 წლის გელა ჯიბღაშვილი შინ დაბრუნდა.

ბავშვის დეიდის ინფორმაციით, მოზარდი თბილისში იმყოფებოდა და გზა აებნა. შეგახსენებთ, რომ მოზარდის ადგილსამყოფელის დასადგენად, სამართალდამცავები სამი დღის განმავლობაში მუშაობდნენ და სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობდნენ.

მოზარდს ოჯახის წევრების თანდასწრებით პოლიციელები გამოკითხავენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google