ბელგია საქართველოს საჩუქრად "ასტრაზენეკას" ვაქცინას გადასცემს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელგია საქართველოს "ასტრაზენეკას" ვაქცინას საჩუქრად გადასცემს.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის ბოლომდე ბელგია, ძირითადად კოვაქსის პლატფორმის გავლით, მესამე ქვეყნებისთვის 4 მილიონი დოზა კოვიდვაქცინის დონაციას გეგმავს.

ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ბელგია ვაქცინებით დაეხმარება ასევე აფრიკის, დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ სამეზობლოსა და სამხრეთ ევროპის ქვეყნებს. დახმარების პრიორიტეტებს შორისაა ასევე ბელგიის განვითარების თანამშრომლობის 14 პარტნიორი ქვეყანა. სამინისტროს განმარტებით, ვაქცინებით დონაციისას მხედველობაში იქნება მიღებული დახმარების პოტენციურ მიმღებ ქვეყნებში არსებული ჯანდაცვის მდგომარეობა და ვაქცინაციის შესაძლებლობები.

საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა ოთხი პრეპარატითაა შესაძლებელი. ესენია "სინოვაკი", "სინოფარმი", "ასტრაზენეკა" და "ფაიზერი".

| Print |
FaceBook Twitter Google