ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ქართველი მძიმეწონოსანი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ატაცის ვარჯიშის შემდეგ პირველ ადგილზეა.

ტალახაძემ პირველ ცდაზე 208 კგ, მეორეზე 215 კგ, მესამეზე კი 223 კგ ასწია. აღსანიშნავია, რომ ატაცში 223 კილოგრამის აწევით ლაშამ +109 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდები დაამყარა.

მეორე ადგილზე 200 კილოგრამით ირანელი ალი დავუდია, მესამეზე კი 190 კილოგრამით სირიელი მან ასაადი. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება.


| Print |
FaceBook Twitter Google