ხვალიდან ტემპერატურა 40 გრადუსამდე აიწევს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით მოიმატებს.

ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში 6-7 აგვისტოს შესაძლებელია 40 გრადუსს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსს გადააჭარბოს. 7 აგვისტომდე მაღალი ტემპერატურის ფონზე, მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ცალკეულ რაიონში. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

| Print |
FaceBook Twitter Google