საქართველოში კოვიდპასპორტი ამოქმედდა
კოვიდპასპორტი, იგივე ელექტრონული ბარათი, რომლითაც პირს თავისი ვაქცინაციის და ინფიცირების სტატუსის ელექტრონული ფორმით ჩვენება შეუძლია, უკვე ამოქმედდა.

ქართული კოვიდპასპორტის გამოყენება, როგორც საქართველოს მოქალაქეებს ან რეზიდენტებს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ. ყველა იმ პირს, ვინც ჩაიტარა ვაქცინაცია, ავტომატურად ენიჭებათ სპეციალური QR კოდი, რომლის დასკანერების შემდეგაც შესაძლებელია პირის მიერ ჩატარებული კოვიდ ტესტის, კოვიდ ვაქცინაციის, კოვიდის გადატანის და ანტისხეულების არსებობის შესახებ ინფორმაციას გაცნობა.

კოვიდ პასპორტის მიღების მსურველებს რეგისტრაცია შემდეგ ვებგვერდზე შეეძლებათ: https://covidpass.moh.gov.ge.
ევროკავშირის ყველა წევრ და ექვს არაწევრ ქვეყანაში უკვე მოქმედებს უნივერსალური ფორმით შექმნილი კოვიდპასპორტი.

| Print |
FaceBook Twitter Google