პირბადეებთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე რეკომენდაციას დავაყენებთ- ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ შესაძლოა პირბადის ტარებასთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია შემოიღოს.

კითხვაზე, რა რეკომენდაციებით მიმართავს სამშაბათს საკოორდინაციო საბჭოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეს შეიძლება პირბადის ტარებას უკავშირდებოდეს.

„ვფიქრობთ, რომ პირბადეებთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე რეკომენდაციას დავაყენებთ. ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

| Print |
FaceBook Twitter Google