თბილისსა და ბათუმში უკვე მთლიანად „დელტა“ შტამი ტრიალებს- პაატა იმნაძე
თბილისსა და ბათუმში კორონავირუსის შემთხვევების 100% „დელტა“ შტამს წარმოადგენს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში „დელტა+“-ის 10 შემთხვევაც არის დადასტურებული.
„მოგეხსენებათ, რომ თბილისსა და ბათუმში მთლიანად „დელტა“ შტამი ტრიალებს უკვე, დანარჩენ საქართველოში 80%-მდე“, - განაცხადა იმნაძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 453, გარდაიცვალა 5 986 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

| Print |
FaceBook Twitter Google