ლაშა ტალახაძე საქართველოში დაბრუნდა
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე ტოკიოდან დაბრუნდა.

ოლიმპიურ თამაშებზე ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 488 კილოგრამი მოაგროვა და მეორე ადგილზე გასულ ალი დავუდის აჯობა 47 კილოგრამით.
საქართველოში ჩამოვიდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი იაკობ ქაჯაიაც. მან ტოკიოს ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი.

| Print |
FaceBook Twitter Google