კორონავირუსით კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა
StopCov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 216 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1735პაციენტი. გარდაიცვალა 38.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 444 569 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 397 240, გარდაიცვალა 6 054 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google