კახეთში კორონავირუსით კიდევ 273 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 216 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1889 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 620, იმერეთში - 464, ქვემო ქართლში - 217, შიდა ქართლში - 195, გურიაში - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 265, კახეთში - 273, მცხეთა-მთიანეთში -106, სამცხე-ჯავახეთში - 66, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 41 249 საიდანაც: 6 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 303 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი. 2 523 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 32 300 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 752 პირი. სულ 6 ოქტომბრიდან - 6 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 002 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google