დიღმის ოლიმპიური სოფლის დარბაზში საველე ჰოსპიტალი ეწყობა
დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზში საველე ჰოსპიტალი ეწყობა.

ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ საველე ჰოსპიტლის საკითხი განიხილება, თუმცა, კონკრეტულად სად გაიშლებოდა საწოლები, ტიკარაძემ არ დააკონკრეტა. ჯანდაცვის უწყების განცხადებით, საქართველოს კლინიკებში სულ 8 000 საწოლის მობილიზებაა შესაძლებელი და მათი უმეტესობა დაკავებულია.

ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 53 614 აქტიური შემთხვევაა. საქართველოში კორონავირუსს 6403 ადამიანი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google