რა შეზღუდვები დაწესდა 4 სექტემბრამდე
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.

შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;ასევე სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; დაიხურება ბავშვთა გასართობი ცენტრები.კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე; საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს.

| Print |
FaceBook Twitter Google