საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა იწყება
დღეიდან პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყება. კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში 91 დეპუტატის ხელმოწერით დაინიცირდა.

პროექტს “ქართული ოცნების” წევრებთან ერთად, ხელს აწერენ: “მოქალაქეების”, “გირჩის”, “სტრატეგია აღმაშენებლის” და “ლელოს“ წარმომადგენლები. კონსტიტიციურ კანონში ცვლილბების პროექტი შარლ მიშელის ეგიდით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გამომდინარეობს.

ცვლილებები მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას და გენერალური პროკურორის არჩევის წესის შეცვლას ითვალისწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google