ვინ იქნებიან კახეთში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ კახეთში მერობის კანდიდატები დაასახელა. თელავში, მერობის კანდიდატი, პარლამენტის დეპუტატი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი იქნება.

ახმეტაში ნაციონალურმა მოძრაობამ, ზურაბ ოტიაშვილი დაასახელა. ოტიაშვილი წლების განმავლობაში, კონტრდაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსანი იყო.
საგარეჯოში მერის თანამდებობის მოსაპოვებლად, ბიზნესმენი, დავით ჯავახიშვილი იბრძოლებს, რომელიც წლების განმავლობაში, პარტიის აქტიური მხარდამჭერი იყო.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ბიზნესმენი სერგი კაკალაშვილი მიიღებს. კაკალაშვილი, წლების განმავლობაში, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული პირია.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად, პარტიამ ბიზნესმენი ზაზა პაპუაშვილი წარადგინა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მერის თანამდებობის დაკავებას, თამაზ კოჭლამაზაშვილი შეეცდება, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საჯარო სამსახურში, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, მერობის კანდიდატები ჯერჯერობით არ დაასახელა, ლაგოდეხსა და ყვარელში.

| Print |
FaceBook Twitter Google