კახეთში კორონავირუსით 297 პირი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი 958 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება:აჭარაში - 538, იმერეთში - 319, ქვემო ქართლში - 115, შიდა ქართლში - 80, გურიაში - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 161, კახეთში - 297, მცხეთა-მთიანეთში - 43, სამცხე-ჯავახეთში - 74, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 14.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 119 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 425 651. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 436 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 52 141, საიდანაც: 6 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 421 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პირი. 3 463 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 41 692 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 76 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 71, ხოლო აჭარაში - 5. თვითიზოლაციაში იმყოფება 47 500 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google