კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის შრომის ინსპექციამ 15-მდე ობიექტი დალუქა
10-დან 15 აგვისტოს ჩათვლით შრომის ინსპექციამ სხვა ზედამხედველ
უწყებებთან ერთად 15-მდე ობიექტი დალუქა, 30 ფიზიკური და იურიდიული
პირი კი დააჯარიმა.
კერძოდ, საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით აკრძალული
საქმიანობის განხორციელებისა და რეკომენდაციების დარღვევის საფუძვლით,
უშუალოდ შრომის ინსპექციის სამსახურმა 30 ეკონომიკური ობიექტი
დააჯარიმა. 18 იურიდიულ პირს 10 000 ხოლო 12 ფიზიკურ პირს - 2 000
ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრა. დაილუქა 13 ობიექტი.
„გრძელდება აქტივობები ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. ქვეყნის
მასშტაბით სულ 2391 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება
განხორციელდა. გაიცა 2142 წერილობითი და 249 ზეპირსიტყვიერი
გაფრთხილება. ქვეყნის მასშტაბით, კოვიდ რეგულაციების დაცვაზე
მონიტორინგში შრომის ინსპექციასთან ერთად ჩართულია მუნიციპალური
საზედამხედველო სამსახურები, სურსათის ეროვნული სააგენტო, საპატრულო
და კრიმინალური პოლიცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები