კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში 10.4%-ია
15 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.4%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 10.47% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 11.09%.

დღიური მაჩვენებლით, ქვეყანა გასული წლის შემოდგომის მაჩვენებელს დაუბრუნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 484 254 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 425 651, გარდაიცვალა 6 436 პაციენტი.

ქვეყანაში, ვაქცინაცია „ფაიზერით“, „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათია“ შესაძლებელი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ამ ელექტრონულ პორტალზე. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა.

| Print |
FaceBook Twitter Google