ყველა რეგიონში რეგისტრაციის გარეშე აცრის პუნქტები ამოქმედდება
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრაციის გარეშე აცრის პუნქტები ამოქმედდება.

მისივე თქმით, თბილისში საველე ჰოსპიტალი 500 პაციენტისთვის მოეწყობა, საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზეც უპასუხა და აღნიშნა, რომ მთავრობა, ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვების შემოღებას არ გეგმავს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აცრა / პუნქტი /