ჯანდაცვის სამინისტრო სკოლებისთვის რეკომენდაციებს 4 სექტემბრის შემდეგ გაცემს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სწავლის დაწყების ფორმატთან დაკავშირებით მორიგი კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გაცემა 4 სექტემბრის შემდეგ შეეძლება.

„ჯერ უნდა დაველოდოთ 4 სექტემბრისთვის რა მდგომარეობა გვექნება და ამის შემდეგ შემიძლია კონკრეტულად გითხრათ, რა რეკომენდაციებს გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო. მე ვთვლი, ნაადრევია ამაზე საუბარი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 676 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 119 პირი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 10.4%

| Print |
FaceBook Twitter Google