საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საწოლფონდის მობილიზაციასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ “მდგომარეობა ძალიან რთულია”.


“საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით, თუმცა იცით, რომ ჩვენ გამოვიყენებთ არაერთ მეთოდს, რის საშუალებითაც ვახდენთ პაციენტების ნაკადების აქტიურ მართვას ჰოსპიტალურ სექტორში.

მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ დღემდე ჯერ არცერთი პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა, ვგულისხმობ იმ პაციენტებს, რომელთაც კლინიკურად ესაჭიროებათ სტაციონარში მკურნალობა”,- განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება.

| Print |
FaceBook Twitter Google