საქართველოს 6 მოქალაქე ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა
საქართველოს ექვსი მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ისინი ავღანეთში კერძო კონტრაქტით იმყოფებოდნენ და დასაქმებული იყვნენ ამერიკულ კომპანიაში.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქაბულში რჩება საქართველოს კიდევ 16 მოქალაქე, რომელთა სწრაფი ევაკუაციისთვის ქართული მხარე აქტიურად მუშაობს.

„რჩება 16 ჩვენი მოქალაქე, აქტიურად ვმუშაობთ მათი ქალაქიდან აეროპორტის ტერიტორიაზე მისაყვანად, სადაც ბაზას უკვე ამერიკის და ბრიტანელი, ასევე თურქი სამხედროები აკონტროლებენ და მერე იქიდან უკვე მოხდება ამ ადამინების გადმოყვანა, გამოფრენა საქართველოში. ჩვენ პარტნიორებთან ვმუშაობთ, მე როგორც უკვე აღვნიშნე, პარტნიორ ქვეყნებთან არის დაგეგმილი ათეულობით რეისი იქიდან, რომელსაც შეიძლება გამოვაყოლოთ ადამიანები. პარალელურად, თქვენ იცი, რომ ჩვენც ვმუშაობთ, რათა საქართველოდან ბორტი გაფრინდეს. ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან ქაოსური მდგომარეობააა, მძიმე ვითარებაა და თუ მოხდება მალე გაგზავნა, გამოემგზავრებიან, თუ არადა, რა საშუალებაც უფრო ადრე იქნება, რაც შეიძლება მალე რომ წამოვიყვანოთ, იმ საშუალებას გამოვიყენებთ“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google