ოქროსა და ვერცხლის მედლებს ადრესატებს პირველ სექტემბრამდე გადასცემენ
საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს ბოლო რამდენიმე წელია, კუთვნილი ჯილდო, ოქროს და ვერცხლის მედლები არ მიუღიათ. პროცესი რამდენჯერმე გადაიდო და დროშიც გახანგრძლივდა.

ოქროსა და ვერცხლის მედლების შეძენის თაობაზე, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტომ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობა 28 მაისს მიიღო.

შესყიდვის ობიექტი იყო 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში წარჩინებით კურსდამთავრებულთათვის გადასაცემი ოქროს (მოოქროვილი) და ვერცხლის (მოვერცხლილი) მედლების და მედლის ჩასადები ყუთების დამზადება და მოწოდება.

მედლების სავარაუდო საერთო რაოდენობა 8 735 ცალია, მათ შორის: 6 622 ცალი ოქროს (მოოქროვილი) და 2113 ვერცხლის (მოვერცხლილი) მედალი. ხოლო ჩასადები ყუთები მედლების საერთო რაოდენობის ოდენობით.

სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტო, დაჩქარებული შესყიდვის განაცხადში აღნიშნავს, რომ მოსწავლეებს მედლები 2021 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა გადაეცეს.

| Print |
FaceBook Twitter Google