ორსულებში ფაიზერით ვაქცინაცია არის სრულიად უსაფრთხო – თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ყველა ორსული უნდა ჩაერთოს.

„ორსულების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც ძალიან უკიდურესად საგანგაშოა. დილით გვქონდა ჩვენ შეხვედრა ამ საკითხზე მეან–გინეკოლოგების ასოციაციების წარმომადგენელთან, რა თქმა უნდა ინტენსიურად გაგრძელდება ორსულთა მეთვალყურეობის პროცესში კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებების კიდევ უფრო აქტიური ჩართა. მათ შორის ორსულების ტესტირება, ორსული თუ სადმე მივა ნებისმიერი მიზეზით, სამედიცნინო გამოკვლევაზე , მნშვნელოვანია რომ მას შევტავაზოთ თუ აქვს სიმპტომი არ აქვს სიმპტომი მნიშვნელობა არ აქვს შევთავაზოთ კოვიდტესტირება. ორსულებში ფაიზერით ვაქცინაცია არის სრულიად უსაფრთხო ამდენად ყველა ორსული უნდა სწრაფად ჩაერთოს ვაქცინაციაში“–განაცხადა მან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით შარშან 1, ხოლო მიმდინარე წელს 8 ორსული გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აცრა / ორსული /