კორონავირუსით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4901 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2586 პაციენტი. გარდაიცვალა - 74 პირი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 510941 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 442956, გარდაიცვალა 6723 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google