ლაგოდეხში უკანონო ნადირობის ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აკრძალულ პერიოდში, მოქალაქე გლუვლულიანი სანადირო თოფით, უკანონოდ ნადირობდა გადამფრენ ფრინველზე. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამისი ოქმი.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2021 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება.

| Print |
FaceBook Twitter Google