კახეთში კორონავირუსით 537 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 2302 თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 629, იმერეთი - 803, ქვემო ქართლი - 376, შიდა ქართლი - 381, გურია - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 412, კახეთი - 537, მცხეთა-მთიანეთი - 165, სამცხე-ჯავახეთი -77, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 85.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 840 საიდანაც 7 410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 153, აჭარაში - 1 036, იმერეთში - 1 112.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 568 პირი,  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, 3 320 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 
47 110 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 116 ადამიანი, სულ 6 ოქტომბრიდან - 23 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 101 პირი. თვითიზოლაციაში იმყოფება 57 771 ადამიანი.
| Print |
FaceBook Twitter Google