საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს
სალონიკში 56 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი თავისივე ბინაში მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ქალი მისმა პარტნიორმა, ასევე ქართველმა, 56 წლის კაცმა მოკლა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა.
მოკლულს სხეულზე მუშტებით მიყენებული სისხლჩაქცევები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. როგორც ირკვევა, ქალი საბერძნეთში 12 წელი ცხოვრობდა და დამლაგებლად მუშაობდა. პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.

| Print |
FaceBook Twitter Google