კორონავირუსით კიდევ 58 პაციენტი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 021 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 041 პაციენტი. გარდაიცვალა 58.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 528 043 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 463 306, გარდაიცვალა 6 949 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

| Print |
FaceBook Twitter Google