ეპიდვითარების სტაბილიზაციის ნიშნები უკვე ჩანს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, ეპიდვითარების სტაბილიზაციის ნიშნები უკვე ჩანს, რადგან შემთხვევებს შორის დღიურ მაჩვენებელში დიდი სხვაობა აღარ არის.
ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ყველაფერზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა, მათ შორის მობილობის შეზღუდვამ და მოსახლეობამ, რომელიც შედარებით მეტად იცავს რეკომენდაციებს. გამყრელიძე მოსახლეობას ხაზგასმით მოუწოდებს, ატარონ პირბადე და ჩაერთონ მასობრივ ვაქცინაციაში, რაც ავტომატურად პანდემიის დასრულებას ნიშნავს.

„სრულუდ უნდა იყოს დაცული დაწესებული რეკომენდაციები - პირბადე, დისტანცია, დიდ თავყრილობებზე უარის თქმა. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მივიდეს აცრაზე, რათა დღეში 35-40 ათასზე ავიდეთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google