მალხაზ მაჩალიკაშვილი დუისში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება
დუისში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი პანკისში, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი იქნება. 
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, მისთვის პოლიტიკოსობა საინტერესო არ არის და ეს მისი 4 წლიანი ბრძოლის ნაწილია.

„ჩემი მიზანი ყველასთვის ცნობილია, მაჟორიტარი ვიქნები თუ სად ვიქნები, ჩემი მიზანია წავიდეს მახინჯი სისტემა და მოვიდეს ხალხისთვის ნორმალური მთავრობა. მე წინა პერიოდში ძალიან წინააღმდეგი ვიყავი ყველანაირი შემოთავაზების, სიმართლე გითხრათ ეს არაფერში მჭირდება. ამ თემაზე რამდენიმე პირთან მქონდა მოლაპარაკება, რომ ვინმე ყოფილიყო ოპოზიციის მხრიდან, საბოლოოდ გამოვიდა, რომ ვერც ერთი პირი ვერ ვნახე, რომ ოპოზიციის მხრიდან ყოფილიყო და გადავწყვიტე თვითონ ვყოფილიყავი. ეს ჩემი ბრძოლის ნაწილია. მნიშვნელობა არ აქვს საიდან ვიყრი კენჭს, გაერთიანებული ოპოზიცია თუ ნებისმიერი სხვა, ყველას ბრძოლაში ვარ, ვინც ჩემთან ერთად იბრძვის. მე ამას არც პოლიტიკოსობას დავარქმევდი, არც პოლიტიკაში წასვლას, ეს 4-წლიანი ბრძლის ნაწილია, არც პოლიტიკა მაინტერესებს, არც პოლიტიკაში ყოფნა. ჩემი მიზანი ერთია - დამარცხდეს „ქართული ოცნება“,- განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google