ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6-6 თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია "ფორმულა"-ს წამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულ 3 პირს. ისინი 25 თებერვალს დააკავეს და მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ.
შესაბამისად, პატიმრობის 6-თვიანი ვადა ამოწურული აქვთ და სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდებიან. შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას თბილისში ფიზიკურად გაუსწორდნენ 24 თებერვალს ღამით, როცა ოჯახის წევრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ტელეწამყვანს ტვინის შერყევა ჰქონდა.

შსს-ს ინფორმაციით, ვახო სანაიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. სანაიამ თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას დაუკავშირა.

| Print |
FaceBook Twitter Google