საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის ვადა დღეს 18:00 საათზე იწურება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საკუთარ რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა 25 აგვისტოს 18:00 საათამდე ექნებათ.

უწყების ინფორმაციით, აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები. ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, არ დაავიწყდეთ ნებისმიერი ცვლილების შემდეგ ღილაკის - „შენახვა“ გამოყენება.

ამ კონკრეტული ვადის - 25 აგვისტოს 18:00-ის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებები ვეღარ განხორციელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google