ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებულია 8056 საწოლი - თამარ გაბუნია
ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებულია 8056 საწოლი, რამაც გადააჭარბა იმ ზღვარს, რომელიც ჯანდაცვის სისტემას შეეძლო მიეღო. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.


როგორც მან განმარტა ეს, გარკვეულწილად, საველე ჰოსპიტლების ხარჯზე მოხდა, სადაც 400-მდე საწოლია. მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებებში ინფიცირებულთა მიმოცვლის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რადგან პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მათი გადამისამართება კლინიკურ სასტუმროებში ხდება.

„7600-ზე მეტი პაციენტი დღეს ჰოსპიტალურ სექტორში მკურნალობს, 370-მდე პაციენტი რეანიმაციაშია, 1500-ზე ოდნავ მეტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.მაქსიმალური დატვირთვა გვაქვს, 47 000-ზე მეტი პირი მკურნალობას ბინაზე იტარებს. ჩვენ დღეს იმისთვის ვმუშაობთ, რომ ოჯახის ექიმების ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდეს და ბინაზე მართვის პრაქტიკა გაუმჯობესდეს“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google