სააპელაციო სასამართლომ ზვიადაურის ადვოკატების საჩივარი არ განიხილა
სააპელაციო სასამართლომ ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივარი განუხილველი დატოვა.ადვოკატები ზვიადაურის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ და მის ალტერნატივად როგორც 50 000-ლარიან გირაოს, ასევე პირად თავდებობას სთავაზობდნენ.

თავდებთა სიაში ცნობილი ადამიანები, მათ შორის 5 ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონები და ევროპის ჩემპიონები იყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასამართლომ პირადი თავდებობა მიზანშეუწონლად მიიჩნია.

ცნობისთვის, თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიური ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 18 აგვისტოს შეუფარდა. პატიმრობა შეეფარდა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილს. ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google